Flurona - Covid-19-ისა და გრიპის ვირუსის ერთდროული დიაგნოზი
გრიპისა და Covid-19-ის კო-ინფექციები სიახლე აღარ არის, თუმცა ის განსაკუთრებით აქტუალური გახდა ახალი COVID-19 -ის შემთხვევების მზარდი დინამიკის ფონზე.
კონკრეტულად რა არის ,,Flurona’’ და რამდენად გვაქვს შეშფოთების მიზეზი? - ჯერ კიდევ 2020 და 2021 წლებში, ექსპერტებს ეშინოდათ პოტენციური ,,Twindemic’’-ის. გრიპის აფეთქების საფრთხეს ემატებოდა COVID-19-ის პანდემია, რაც გამოიწვევდა ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას.
,,Flurona’’ აღწერს სწორედ იმ შემთხვევას, როდესაც პაციენტს ერთდროულად უსვამენ როგორც COVID-19-ის, ასევე გრიპის ვირუსის დიაგნოზს.
Flurona-ს ისტორია
„Flurona“ არ არის SARS-CoV-2-ის ახალი შტამის სახელწოდება ან რომელიმე კომბინირებული სუპერბაქტერია. ის ჯერ სამედიცინო ტერმინიც კი არ არის.
თუმცა, უკვე 2020 წლის იანვარში, COVID-19-ის გავრცელებიდან მალევე, რეტროსპექტულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში, 307 პაციენტს შორის, რომლებიც COVID-19-ის გამო იყვნენ ჰოსპიტალიზებული, 57% დადებითი აღმოჩნდა გრიპის ვირუსზეც.
2021 წლის ივნისში, 11 კვლევითი ანალიზით, შეფასდა COVID -19-ით ინფიცირებული 3070 პაციენტი. კვლევის თანახმად, COVID-19-ითა და გრიპის ვირუსით ერთდროულად დაინფიცირებული პაციენტების სიხშირე აზიაში იყო 4,5%, ხოლო ამერიკის კონტინეტზე 0,4%.
რამდენიმე მიკროორგანიზით ერთდროულად ინფიცირების დიაგნოზი არ არის სიხალე. რეალურად, გრიპის ვირუსით, ან მისი მსგავსი დაავადებით, ჰოსპიტალიზებული პაციენტები ინფიცირებულნი არიან ერთზე მეტი ვირუსული პათოგენით. 2009 წელს, გრიპის ვირუსის პანდემიის დროს, მძიმე პაციენტებიდან ყოველ მეოთხე გარდაცვლილს აღენიშნებოდა თანდართული ბაქტერიული ინფექცია. ასევე, 1918 წლის პანდემიისას სიკვდილიანობის გამომწვევ ძირითად მიზეზად სახელდება ბაქტერიული პნევმონია.
COVID-19-ისა და გრიპის გამოვლენისა და დიფერენცირების მნიშვნელობა
COVID-19-ითა და გრიპით ერთობლივი ინფიცირებისას, ზუსტი ეფექტის შესაფასებლად, საჭიროა, ჩატარდეს მეტი კლინიკური კვლევები.ძნელია იმის დადგენა, თუ რამდენად გავრცელებულია ეს კონკრეტული კო-ინფექცია, რადგან, ამ ეტაპზე, შემთხვევები გამოვლენილია მხოლოდ ორივე ვირუსის ერთდროულად ტესტირების შემთხვევაში და როგორც წესი, განკუთვნილია პაციენტებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია.
რესპირატორული ინფექციების იდენტიფიცირება გადამწყვეტია დაავადების სწორად მართვისთვის. რესპირატორული პანელები, რომლებსაც შეუძლიათ ერთდროული ტესტირება COVID-19-სა და გრიპზე, როგორიცაა Thermo Fisher's TaqPathTM COVID-19 Flu A, Flu B Combo Kit, მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება ჯანდაცვის სექტორისთვის, გრიპის ამ სეზონზე.
2020-2021 წლებში დაფიქსირდა გრიპის წარმოუდგენლად დაბალი აქტივობა, ექსპერტების აზრით, ეს გამოწვეული იყო COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებებით, როგორებიცაა: სოციალური დისტანცია, სახლში დარჩენის მოწოდებები, სკოლების დახურვა, საზოგადოებრივი თავშეყრის აკრძალვები, მოგზაურობის შეზღუდვები, კონტაქტების მოკვლევა და კარანტინი.
თუმცა, ამჟამად, ჩვენ ვიმყოფებით COVID-19-ის პანდემიის პერიოდში, გრიპის მიმდინარე სეზონთან ერთად. ექსპერტების ვარაუდით, ,,Flurona’’ თავს იჩენს წლევანდელ გრიპის სეზონზე. რთულია, განასხვავოთ COVID-19 და გრიპი მხოლოდ სიმპტომებზე დაყრდნობით. ამიტომ, აუცილებელია, პაციენტების ტესტირება რესპირატორული ვირუსების სწრაფად აღმოსაჩენისა და დიფერენცირებისთვის. აღნიშნული კვლევებისთვის იდეალური გადაწყვეტაა, ისეთი Multiplex ტექნოლოგია, როგორიცაა Thermo Fisher's TaqPathTM COVID-19 Flu A, Flu B Combo Kit.
წყარო: thermofisher.com